ირაკლი ღარიბაშვილის შვილი - თბილისში ზამთრის არდადეგებზე ჩამოვედი, უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები - არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა სიცრუის გავრცელება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ის უნივერსიტეტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ საქართველოში 1 თვითაა ჩამოსული, ზამთრის არდადეგების დასრულებისთანავე კი პენსილვანიაში დაბრუნდება.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რითაც ის აშშ-ში უნივერსიტეტის დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში, ჩემს ოჯახთან, 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, - განაცხადა „იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლებლის დატოვება მოსთხოვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს