ალეკო ელისაშვილი - დღეს ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი და უცბად მითხრეს, „უნდა წაგიყვანონო“, მეგონა საცემრად მივყავდი - უცხოელებმა, ალბათ, ამათ „ქეჩოში მისცეს“ ან რამე მსგავსი

მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.

„ეს არაფერს არ ნიშნავს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც დაკავებული, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, ჩემი უახლოესი ადამიანი „ოკმელა“ ზის, ძალიან ვაჟკაცი ქართველი ბიჭი და სხვა ნაწამები და ნაცემი პოლიტპატიმრები, რომლებიც იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან. არ ვთვლი, რომ ჩემს თავს რაიმე სასიხარულო ხდება, რადგან მე შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც ციხეში შევხვდებოდი.

მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ.

დღეს დილით ტელევიზორის ყიდვას ვაპირებდი, რომ გამეგო ქვეყნის თავს რა ხდებოდა და უცბად მითხრეს, რომ პროცესზე მივდიოდი. ვერაფრით ვიჯერებდი, ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა. გულახდილად რომ გითხრათ, მეგონა საცემრად მივყავდი, იმიტომ, რომ ისე მეუბნებოდნენ, „უნდა წაგიყვანონ, უნდა წაგიყვანონო“, მეთქი არ ეგონოთ, რომ მეშინია და ბადრაგის მანქანას ველოდებოდი. აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ.

პროკურატურას სამარცხვინო პოზიცია ჰქონდა, უცხოეთში ელისაშვილის კავშირები აქვსო. 30-იან წლებში ბოლშევიკების ტრიბუნალი და „ტროიკა“ რომ იყო, ზუსტად ეგრე იძახდნენ და ასამართლებდნენ. ასეთი არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო და ამ 10 დღეში რა მოხდა, არ მივიმალები? არ ვიცი, რა მოხდა. უცხოეთში ხშირად დადიოდაო, პარლამენტის წევრი ვიყავი და დელეგაციებით დავდიოდი. უცხოელებმა, ალბათ, ამათ ქეჩოში მიცეს ან რაიმე მსგავსი. ჩემთვის დიდი შვება არ არის. პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მზად ვარ დღესვე შევბრუნდე უკან, პრობლემა არ არის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან 4000- ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა