ნონა ქურდოვანიძე საია-ს თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს

საია-ს გამგეობის გადაწყვეტილებით, ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციის თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნონა ქურდოვანიძე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბოლო ვადით უხელმძღვანელებს საია-ს.

„ამავე სხდომაზე გამგეობამ თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, მესამე ვადით, თამარ ონიანი აირჩია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის წევრებიდან აირჩევა.

ამ რთულ პერიოდში ნონას, ჩვენს გუნდსა და ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებთ!

ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატია”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია