ვასილი ნებენზია - რუსეთისთვის უკრაინის კონფლიქტის გაყინვა და მის დარეგულირებაში ნატო-ს მონაწილეობა მიუღებელია

გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას განცხადებით, რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ წინადადებას უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესახებ, ისევე როგორც ნატო-ს მონაწილეობას კრიზისის მოგვარებაში, - ამის შესახებ ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთი კონფლიქტის გაყინვის არცერთი სქემით არ ყოფილა კმაყოფილი. მინსკის შეთანხმებების მაგალითზე ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ არც დასავლეთის და არც კიევის ხუნტას ნდობა არ შეიძლება. კარგად გვესმის, რომ ამ სავარჯიშოს მიზანია კიევის რეჟიმისთვის ბრძოლის ველზე საჭირო შესვენების მიცემა, რათა ჭრილობა მოილოკოს“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, რუსეთი არ დაუშვებს ნატო-ს რაიმე როლს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.

„უკრაინის კრიზისის მოგვარებაში ნატო-ს რაიმე როლზე საუბარი არ შეიძლება. ალიანსი და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივები თავიდანვე პრობლემის ნაწილი იყო და არა მისი გადაწყვეტის ნაწილი“, - დასძინა ნებენზიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით