მედია - მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულია გენერალი, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა კირილოვის თანაშემწეც.

მედიის ცნობით, აფეთქება დისტანციურად განხორციელდა.

გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად.

გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

„ჩინოვნიკი პასუხისმგებელია რაშისტების მიერ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თავდაცვის ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის მასიურ გამოყენებაზე. კირილოვის ბრძანებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენების 4,8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, რიაზანის გამზირზე აფეთქება მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო