საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CIF საგრანტო პროექტი ReInnova-ს შედეგების ინსტიტუციური მდგრადი განვითარება ხორციელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის - „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში - ReINNOVA” - ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტით კილის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ვიზიტის მიზანი საუკეთესო ბრიტანულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამა ReINNOVA-ს მეორე ფაზის პროექტის შემდგომი დამოუკიდებელი იმპლემენტაციის მდგრადი განვითარების გეგმის მომზადება იყო.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ კილის უნივერსიტეტის ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა, რომელსაც მოდერაციას კილის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ვიცე-კანცლერი, პროფესორი ანტონიუს რაგუბანისე უწევდა.

როგორც დეკანი აცხადებს, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შეხვედრები შედგა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტენფორდშეარის მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრებთან.

„კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის ცენტრის დირექტორის, დოქტორ კოლინ რიგბის მოდერაციითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრთა ჯგუფური მუშაობით, მომზადდა ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის მეორე ფაზის დამოუკიდებელი, პროექტის შემდგომი მდგრადი განვითარების გეგმა. მის შესრულებაზე, პროექტის სტრატეგიის მიხედვით, საფაკულტეტო შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, იზრუნებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი იყო საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის გაზიარება და იმ ახალი ინიციატივებისა და უკვე განხორციელებული პროექტების გაცნობა, რომლებიც კილის უნივერსიტეტშია დანერგილი. იდეების გენერირების, ახალი ინიციატივების, ერთობლივი სამომავლო პროექტების და თანამშრომლობის წახალისების მიზნით, კილის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან საინტერესო შეხვედრები შედგა. უნივერსიტეტში წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პროექტის დასკვნითი კონფერენციის ჩატარება, რომელზეც, ბრიტანელ სტუმრებთან ერთად, წარმოდგენილ იქნება საბოლოო ანგარიში და მისი შედეგების მდგრადი განვითარების გეგმა“, - განაცხადა ბორის გითოლენდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობითა და უშუალო ხელმძღვანელობით წარდგენილმა პროექტმა - „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში - ReINNOVA” - 2023 წელს მსოფლიო ბანკის, საქართველოს I2Q ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის (CIF) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

ReINNOVA-ს მიზანი სტუ-სა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, განათლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესების გზით, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაა.

მათივე ცნობით, პროექტი სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების 6 საგანმანათლებლო პროგრამაში ReINNOVA-ს პილოტირებას და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას, კილის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით