ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ომის შემდეგ ისრაელი ღაზაში უსაფრთხოებას გააკონტროლებს

ომის შემდეგ ისრაელი ღაზაში უსაფრთხოებას გააკონტროლებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„როგორც კი ჩვენ ღაზაში „ჰამასის“ სამხედრო და მმართველ ძალას დავამარცხებთ, ისრაელი ღაზაში უსაფრთხოებას მოქმედების სრული თავისუფლებით გააკონტროლებს, ისევე როგორც იუდეასა და სამარიაში“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისივე თქმით, ისრაელი 7 ოქტომბრამდე არსებულ რეალობას არ დაუბრუნდება.

„ჩვენ ისრაელის თემებისა და ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ მოქმედებებს არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა