„რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“ - ამ სლოგანებით ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები.

მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით - “არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“ , ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები.

პროტესტის მონაწილეები, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

დაგეგმილია მსვლელობა, პარლამენტის მიმართულებით.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს.

ასევე, დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციიდან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო