ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი - საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ

საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდა და მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდეს. რეჟიმის, რომელმაც ახლა ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვინდა ქართველ ხალხს დავშორდეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოავლინოს და ასევე, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი კარს არ ხურავს, არამედ ამას ახლა რეჟიმი აკეთებს“, - განაცხადა ჯესიკა როსენკრანცმა.

მისივე თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია.

„ჩვენ ქართველი ხალხის დასჯა არ გვინდა, არამედ მათი, ვინც რეჟიმს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ღონისძიება მიზანმიმართული მიდგომაა“, - აღნიშნა შვედმა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით