საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან  (CERN) კოლაბორაციის ფარგლებში, iRPC გაუმჯობესებული ტიპის კამერები დაამზადეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN), CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის RPC ჯგუფთან კოლაბორაციის ფარგლებში, CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის გეგმით გათვალისწინებული 80 ერთეული iRPC გაუმჯობესებული ტიპის კამერების და მათთვის საჭირო სრულიად ახალი ტიპის ელექტრონიკის დამზადება დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, iRPC გაუმჯობესებული ტიპის კამერების საბოლოო ტესტირება კოსმოსური მიონების დანადგარზე ჩატარდება, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა იური ბაღათურიამ და ირაკლი ლომიძემ CERN-ის ნ904-ე ლაბორატორიაში ააწყვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საქართველოსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის, რომლის ფარგლებში მრავალმა ქართველმა მეცნიერმა გააგრძელა კვლევითი საქმიანობა CERN-ში. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ოთხი ძირითადი ექსპერიმენტიდან ორში – ATLAS და CMS ექსპერიმენტში, წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებმა და მეცნიერებმა ოთარ კემულარიამ, იური ბაღათურიამ, ირაკლი ლომიძემ გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს კამერების ახალი ელექტრონიკისათვის საჭირო გაცივების სისტემის შექმნაში. მათ შეიმუშავეს ამ სისტემის კონსტრუქცია. ასევე, დამზადდა პროტოტიპი, რომლის ტესტირების შედეგების გათვალისწინებით მომზადდა სამუშაო ნახაზები და დამზადდა 160 ერთეული გაცივების ფირფიტა და 80 ერთეული წყლის მიწოდების მილი, რომლებიც გაიგზავნა ცერნში და დაიწყო მათი დაყენება კამერებზე. 2025 წლის იანვარში დაიწყება ახალი RPC კამერების ჩაყენება CMS დანადგარზე და საბოლოო ტესტირების შემდეგ მათი ჩართვა ფიზიკური მონაცემების დაგროვების სისტემაში. ვულოცავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრებს მორიგ, დიდ წარმატებას“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ აკადემიკოსი დავით გურგენიძე ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში რექტორი CERN-ის ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერიმენტის ლიდერს, ჯგუფის ხელმძღვანელ დოქტორ ლუკა მალგერის, CMS ექსპერიმენტის წამყვან მეცნიერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის და RPC ჯგუფის ხელმძღვანელს, დოქტორ სალვატორე ბუენტემპოს შეხვდა. CMS კოლაბორაციის წევრებთან აკადემიკოს დავით გურგენიძის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ CERN-ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CMS კოლაბორაციის კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად, ფიზიკის თანამედროვე საუნივერსიტეტო ლაბორატორიის განახლება-მოწყობაში შეიტანს წვლილს და ამ მიზნით უნივერსიტეტს უახლეს ტექნიკას გადასცემს. აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოსა და ფიზიკაში ელემენტარული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და CMS კოლაბორაციაში შეტანილი წვლილის, ასევე, პირადი საორგანიზაციო და სამეცნიერო მიღწევებისთვის, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში