მამუკა მდინარაძე - ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს

ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტთან დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა.

„ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ, ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა. შეიძლება, ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე თბილისში დღეს ჩამოვიდა. ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს