შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.

მათ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები ევროპული მომავლისთვის“.

ასევე სკანდირებენ - „თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს“.

მათივე თქმით, შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის სერვისები, რომელთა უდიდესი ნაწილი დასავლური დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება.

მათი მოთხოვნებია: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები, ქვეყანაში ახალი, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს და განახლდეს ევროინტეგრაციის პროცესი.

ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.

ასევე მოტანილი აქვთ ბანერები, წარწერებით - „ჩვენი ადგილი ევროპულ საქართველოშია“, „ევროპა უცხო ქვეყანაში კი არა, საქართველოში მინდა!“, „ევროპის გარეშე იზოლაცია გარდაუვალია", "შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს“.

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 21 დღეა მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს