ევროპარლამენტარი ვალერი ჰაიერი - სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო, ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს - ქართველებს ახალი, სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს

ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერი ჰაიერი სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ევროპასაც ეხება. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ. სხვა გზა არ არსებობს“, - წერს ვალერი ჰაიერი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს