მიხეილ სააკაშვილი - დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში - ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს.

“მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში.

თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს.

ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა პროდასავლური კურსი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე მთავარი წარმატებები საქართველოს წინ აქვს, დიქტატურის დამარცხების შემდეგ”, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში