ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯებისთვის საკმარისად ძლიერი არ არის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფინანსურად უზრუნველყოფილია მომავალი წლისთვის, მაგრამ საკმარისად ძლიერი არ არის ამა თუ იმ დიპლომატიური ნაბიჯებისთვის, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში ზელენსკიმ პროგრამა Ukraine Facility-სა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მსოფლიო ბანკში 20 მილიარდი დოლარის გადარიცხვაზე ისაუბრა.

„მომავალი წლისთვის ჩვენ ფინანსურად დაცული ვართ, მიმაჩნია, რომ უკრაინას ესეც აძლიერებს, მაგრამ ყველაფერი არ განხორციელებულა იმისთვის, რომ უკრაინა ძლიერი იყოს გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალ წელს ძლიერი იყოს და დიპლომატიაზე გადავიდეს.

„მართალი გითხრათ, არ მჯერა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, ამიტომ ჩვენ მოვაგვარებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ომი ჩვენთვის, უკრაინისთვის სამართლიანად დასრულდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს