„გააგონე მშობლების ხმა“ - ამ ლოზუნგით განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ მიმდინარეობს ლოზუნგით - „გააგონე მშობლების ხმა“.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ახალი არჩევნები”, “ყველგან სუს-ი, არსად უსაფრთხოება”, “ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ ევროპული მომავალი”.

ასევე, გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

როგორც ადგილზე შეკრებილებმა აღნიშნეს, საპროტესტო შეკრება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

მათივე განცხადებით, ქვეყნის მომავალი ევროპაშია.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ბავშვებს არ ვზრდით რუსეთში საცხოვრებლად. ჩვენი შვილების მომავალი აუცილებლად ევროპაშია. მშობლები არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა რუსეთში წაიყვანოს “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენი მოთხოვნებია ახალი არჩევნები, ასევე, გათავისუფლდნენ ტყვეობაში მყოფი ადამიანები. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, სხვა გამოსავალი არ არის, უკანა დასახევი გზა არ გვაქვს. ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს. ამ თემებზე ვმსჯელობთ დღეს”,- აღნიშნა “მშობლები განათლებისთვის” ხელმძღვანელმა მეგი კავთუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ