გიორგი ბარამიძე - სამწუხარო ვითარება გვაქვს, როდესაც ხელისუფლების ბერკეტებს დროებით ფლობს ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატური ბანდა -ესენი არა მარტო სავიზო რეჟიმით დასანქცირდებიან, არამედ სხვა ტიპის სანქციებიც იქნება

გუშინ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ააფეთქეს გორში და ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ რეჟიმი არ აპირებს თავისით გაჩერებას, მაგრამ საბედნიეროდ, არც ქართველი ხალხი აპირებს გაჩერებას, დაღლას და არც ჩვენი მეგობრები აპირებენ საქართველოს მხარდაჭერის შეჩერებას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება, ისევე როგორც გაგრძელდება ქართველი ხალხის ბრძოლა.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქცირების დაწესების პროცესი გაგრძელდება.

„სამწუხარო ვითარება გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლების ბერკეტებს დროებით ფლობს ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატური ბანდა, „გავრილოვების ბანდა“, რომელიც არ ერიდება მოსახლეობის კვლავ და კვლავ მოტყუებას და ცდილობს, რომ უმძიმესი ვითარება, რაც არის ქვეყანაში, შეალამაზოს. ნაცვლად, როგორც მოლდოვამ მიიღო, მილიარდების მიღებისა, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ პრობლემას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გაჩერების სახით და ამ მოღალატეთა ბანდის დასანქცირების სახით. ესენი არა მარტო სავიზო რეჟიმით დასანქცირდებიან როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისე ევროკავშირის მხრიდან, არამედ იქნება სხვა სახის ფინანსური და სხვა ტიპის სანქციები, რადგანაც არ არსებობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოითმინოს ის ვითარება, რაც ხდება, როდესაც ეს რეჟიმი არბევს მშვიდობიან მოქალაქეებს, აწამებს ახალგაზრდებს, აპატიმრებს პოლიტიკურ ოპოზიციას, არბევს ჩვენს ოფისებს. გუშინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ააფეთქეს გორში და ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს რეჟიმი არ აპირებს თავისით გაჩერებას, მაგრამ საბედნიეროდ, არც ქართველი ხალხი აპირებს გაჩერებას, დაღლას და არც ჩვენი მეგობრები აპირებენ საქართველოს მხარდაჭერის შეჩერებას. საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება, ისევე როგორც ქართველი ხალხის ბრძოლა. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ ამ მოღალატური რეჟიმის წინააღმდეგ და აუცილებლად მივაღწევთ მათ ხელისუფლების ბერკეტებიდან ჩამოცილებას და ჩვენი მეგობრების დახმარებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ბარამიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე