კრწანისის რაიონის გამგებელმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მისი თქმით, 2024 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, თაბორის ტურისტული ბილიკი, რომლის ღირებულებამ თითქმის 1 500 000 ლარი შეადგინა. სრულად რეაბილიტირდა ფირდოუსის ქუჩა. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 93 მისამართზე.

„სკვერები და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო და რეაბილიტირდა 16 მისამართზე, ხოლო 106 მისამართზე ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 206 პროექტი განხორციელდა. ასევე, მიმდინარე წელს გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. ხოლო 2024 წელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება კრწანისში მცხოვრებ დაახლოებით 12 000 განმცხადებელს გაეწია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და სხვადასხვა რაიონის გამგებლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ