თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება - ეს ვიზიტი არ შეეხება არჩევნების ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება იმ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაზე, რომელიც წამების ტოლფასად აქვთ შეფასებული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე მათ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი დააყენეს.

„ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ვფიქრობ, რომ ამას თავად ალენ ბერსეც ღიად იტყვის მედიასთან. ალენ ბერსესა და ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის მანდატია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, რაც ფაქტია, რომ უკიდურესად დამძიმებულია საქართველოში ივანიშვილის რეპრესიების, ძალადობის, ტერორისა და წამების ტოლფასი არაადამიანური მოპყრობის გამო, რაც რეჟიმმა გამოიჩინა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ასობით დაკავებულის მიმართ. მათი უდიდესი ნაწილი უმძიმესადა ნაცემი, განსაკუთრებით მძიმე დაზიანებებით სახის არეში. ეს არის მათი ინტერესის მთავარი საგანი. ბუნებრივია ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც ამ დელეგაციასთან ვაყენებთ არის უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთა უდიდესი ნაწილი არის ნაცემი და ნაწამები ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ. იმედი მაქვს, ბერსეს მხრიდან იქნება საჯარო განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნით არს ჩამოსული ეს დელეგაცია საქართველოში. ეს არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება იმ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაზე, რომელიც წამების ტოლფასად აქვთ შეფასებული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე