ლევან ცუცქირიძე - შეხვედრაზე ჩემი მოსვლის ერთ-ერთი მიზანი იყო, ალენ ბერსესთვის მეთქვა იმ ადამიანების სათქმელი, რომლებიც ამას თვითონ ვერ მოახერხებენ, რადგან ან უკანონოდ დაპატიმრებულები არიან, ან ისე არიან ნაცემები, რომ არ შეუძლიათ მოსვლა

ამ შეხვედრაზე ჩემი მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ მისთვის [ალენ ბერსესთვის] მეთქვა იმ ადამიანების სათქმელი, რომლებიც ამას თვითონ ვერ მოახერხებენ - იმიტომ, რომ ან უკანონოდ დაპატიმრებულები არიან, ან ისე არიან ნაცემები, რომ არ შეუძლიათ დღეს, ამ შეხვედრაზე მოვიდნენ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, მისი მიზანი იყო შეხვედრაზე ეთქვა, რა მოხდა საქართველოში გასული დღეების განმავლობაში და „საით მიჰყავს ეს ქვეყანა „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ ერთმანეთს მოსაზრებები გავუცვალეთ. ეს ვიზიტი არის იმისთვის, რომ ისინი ადგილზე გაეცნონ ვითარებას, ეს ყველაფერი შეაფასონ. თუმცა მგონია, რომ ყველაფერი იმდენად ცხადია, ნათელია, რომ ამას კამათი არ სჭირდება. როდესაც ყველა ნახულობს, როგორ სასიკვდილოდ ცემენ ადამიანებს ქუჩაში, როგორ აპატიმრებენ და არცერთი მოძალადე არ ისჯება, ეს თეთრზე შავით ნაწერია და ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება.

ამ შეხვედრაზე ნათლად ითქვა, რომ ამ შეხვედრის მიზანი და ამოცანა ვერ იქნება საერთოდ ვერანაირი/ვერაფრის ლეგიტიმაცია. ასევე, საუბარი იყო ადამიანის უფლებების დარღვევაზე, წამებაზე და იმ ძალადობაზე, რასაც თბილისის ქუჩებში ე.წ. ხელისუფლება ეწევა“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

გარდა ამისა, როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ძალადობა უნდა დასრულდეს და მოძალადეები უნდა დაისაჯონ.

„ხელისუფლებამ ბოთლიდან ამოუშვა ჯინი, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო გახდეს, მათ შორის მათთვის. ძალადობის, ზიზღის, სიძულვილის წახალისება, ეს არცერთ ხელისუფლებას არ ეპატიება და არ შეიძლება. ძალადობა უნდა დასრულდეს და მოძალადეები უნდა დაისაჯონ. ამასთან, საქართველო ნორმალური ცხოვრების რიტმში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ კი ძალადობა დარჩება დაუსჯელი“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე