რობერტა მეცოლა - ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ქართველი ხალხი, რომელიც განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით

ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ველოდოთ მკაცრ ფორმულირებას სამიტის შემდგომ დეკლარაციაში, რობერტა მეცოლამ უპასუხა: „შეგიძლიათ ელოდოთ მკაცრს ფორმულირებას ევროპარლამენტისგან, თქვენ იხილეთ ჩვენს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მის შედეგებთან და იმასთან დაკავშირებით გვქონდა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები“.

„ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა. წლებია, ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ: ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა და უდავოა, რომ ამ პოზიციაზე ყოფნას გავაგრძელებთ 2025 წელსაც“, - განაცხადა მეცოლამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ