ნონა ქურდოვანიძე - კანონები, რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს - ევროსაბჭოს დელეგაციას ვთხოვე ვენეციის კომისიის წინაშე დააყენონ საკითხი, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები

ვთხოვე, მათი მხრიდან ვენეციის კომისიის წინაშე დაყენებულიყო საკითხი, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები კანონპროექტებთან დაკავშირებით - კანონები, რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით, საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს ,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავება, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სანქციების გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ, აუარესებს ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

"როგორც იცით, მონიტორინგს ვუწევთ მიმდინარე პროცესებს. დოკუმენტირებას ვახდენთ დარღვევების, წამების პრაქტიკები, რომელიც დადგინდა გავაცანით. ასევე გადავეცით ანგარიში, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. დეტალურად არის აღწერილი ყველა ეს დარღვევა.

გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა კანონში. როგორც იცით, ვენეციის კომისიას შეუძლია ასეთ კანონებზე მოამზადოს მოსაზრებები. ვთხოვე, რომ ეს საკითხი ყოფილიყო დაყენებული მათი მხრიდან ვენეციის კომისიის წინაშე, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ეს კანონები აუარესებს ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ეს აღჭურავს საქართველოს ისეთი უფლებამოსილებებით, რომელიც ადამიანის უფლებებში ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს, მათ შორის პრევენციული დაკავება, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სანქციების გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ. ეს კანონები რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე