მაკა ჩიხლაძე - ევროსაბჭოს დელეგაციას ვუთხარით, რომ ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის საქმიანობა საშიშია - ახლა არის არა შეშფოთების ან აღშფოთების დრო, კონკრეტული რეაგირების დროა

ვუთხარით, რომ საშიშია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის საქმიანობა, რომ არ ვიცით, დილით რომ გავალთ, საღამოს დავბრუნდებით თუ არა ჯანმრთელი და ცოცხალი და ახლა არის არა შეშფოთების ან აღშფოთების დრო, არამედ კონკრეტული რეაგირების დრო , - ამის შესახებ “ტვ პირველის” ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, ისიც და გურამ როგავაც სიკვდილს შემთხვევით არიან გადარჩენილები.

„ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ვანახე ჩემზე თავდასხმის ვიდეო. ალბათ, ნანახიც ჰქონდათ, მაგრამ უფრო ცხადი რომ ყოფილიყო, რაზე ვსაუბრობთ. ვუთხარი, რომ ადამიანები, ვისაც ისინი დღეს ჩვენამდე შეხვდნენ და არა ხელისუფლება, არიან ამ ყველაფრის შემოქმედები. ისინი არიან, ვინც 12 დღეა უკვე, არ აკავებენ არავის, პასუხისგებაში არ აძლევენ არავის და ამ ნიღბიანი ადამიანების საშუალებით ინარჩუნებენ ხელისუფლებას.

ვუთხარით, რომ საშიშია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის საქმიანობა, რომ არ ვიცით, დილით რომ გავალთ, საღამოს დავბრუნდებით თუ არა ჯანმრთელი და ცოცხალი და ახლა არის არა შეშფოთების ან აღშფოთების დრო, არამედ კონკრეტული რეაგირების დრო იმიტომ, რომ სულ არ არის გამორიცხული, ისე, როგორც რუსეთში მოკლული ჟურნალისტების ფოტოებს ვხედავთ და მერე აღშფოთებულ მსოფლიოს, ასე იყოს საქართველოშიც.

მეც, გურამიც - მხოლოდ ორი მაგალითი რომ ვთქვა, შემთხვევით ვართ სიკვდილს გადარჩენილები და ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ექიმები და სპეციალისტები”, - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი