აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს იმისთვის, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესოს დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის ოფიციალურ პირებს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის იძულების ან დაშინების გარეშე ხმის მიცემის უფლების, შეზღუდვის მიზნით.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო ქმედებებს, აფართოებს სექტემბერში აშშ-ის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ ქმედებებს ავსებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ.

ქართველ ხალხთან ვდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სავიზო შეზღუდვების გარდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე "მაგნიტსკის სასანქციო სიაში" შეიყვანა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში