რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე - ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

ნატო აგრძელებს მზადებას რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის და თავდაცვის სფეროში დაგეგმვის პროცესში ალიანსის აგრესიული ქცევის გათვალისწინება ხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

„რუსეთი თანმიმდევრულად იცავს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილების პოლიტიკას, მათ შორის ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით. რაც შეეხება ნატო-ს ზოგად კურსს, ის საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ასევე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურას“, - განაცხადა გრუშკომ.

მისი თქმით, ნატო, რომელიც რუსეთის ზრახვების დემონიზაციას ახორციელებს, ცდილობს მიაღწიოს უპირატესობას ყველა ოპერაციულ გარემოში, მუდმივად ზრდის რუსეთის საზღვრებთან სამხედრო კონტინგენტების რაოდენობას, ატარებს წვრთნებს, რომლებიც მოიცავს შეტევითი მოქმედებების პრაქტიკას და ავითარებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ჯარების, იარაღისა და აღჭურვილობის სწრაფი გადატანისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ