გურამ მაჭარაშვილი - გაბრაზებული ვარ, რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე - რაღა უნდა გავაკეთო, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში

მე არამარტო გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ, რომ რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე - რაღა უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება თუ ქმედება, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს „ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები“.

„ძალიან სიმბოლურია, რომ პატიმარ სააკაშვილს, რომელიც არამხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ცნობილი დამნაშავედ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის მისცეს პრემია და ვახტანგ გომელაურის მიმართ, რომელმაც ევროპულ დონეზე უფრო მაღლა დაიცვა აქციაში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, სანქციები გამოიყენეს. ანუ, სააკაშვილს, რომელმაც მშვიდობიანი აქციის დროს პირდაპირ დახოცა ადამიანები, ევროპიდან გადასცეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჯილდო და მაშინ, როდესაც პოლიციელებს პირდაპირ კლავდნენ პიროტექნიკით რადიკალი აქციის მონაწილეები, პოლიციელები ითმენდნენ და აბსოლუტურად პროპორციული ძალით ცდილობდნენ აქციის კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევას, მასზე სანქცია დაუშვეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები. მაგალითად, მე არამარტო გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ, რომ რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე. რაღა უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება თუ ქმედება, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში. რატომ? - იმიტომ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის და შენი ხალხისთვის რომ იბრძვი, ასეთი ტიპის უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები ჩემთვის ნამდვილად პატივი იქნებოდა იმიტომ, რომ ახლა ისტორია იწერება. ეს ისტორია გაგრძელდება, თუმცა ერთი თვის განმავლობაში დავინახავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვლება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი "გლობალური მაგნიტსკის" სიაში შეიყვანა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს