ISFED - „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მეთოდების პრევენციისთვის  ეუთო/ოდირი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ მისი მანდატი არაა არჩევნების აღიარება და ცნობა - ეს შესაძლებლობას აძლევს ხალხს თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მეთოდების პრევენციისთვის ეუთო/ოდირი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას და ცნობას. ის აფასებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულების შესრულებას არჩევნებთან მიმართებაში, ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხალხს თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი, - ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც წარმოადგინა სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიცია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხება

ნინო დოლიძის თქმით, აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნას ეხება, უერთდება სამი სადამკვირვებლო მისია, კერძოდ, ISFED, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კოალიცია „ჩემი ხმა“, რომელიც აერთიანებს 30 საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

„ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევნების შეფასებები თანხვედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნებზე გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან. აღნიშნული დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის,რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ეუთო/ოდირის შეფასებით საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის წინაშე საქართველოს ვალდებულებებსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი და რიგ შემთხვევაში, დაჩქარებული წესით ცვლილება, რომელიღაც ეჭვს აჩენს მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის წესის დაკომპლექტების გაუარესება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან არსებული გამოწვევები.

წინასაარჩევნო პერიოდში წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და „ქართული ოცნების“ ფინანსური უპირატესობა, ასევე ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, რის საფუძველზეც შესაძლოა ზოგიერთმა ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი და ხმა ვერ მისცა შიშის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის მიხედვით, პროცედურულ-ტექნიკურად არჩევნების დღე ძირითადად ორგანიზებული იყო, ის გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ამომრჩეველზე ზეწოლის ფართომასშტაბიანი შემთხვევების გამო. ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი აღრიცხვა ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ხორციელდებოდა. მრავალ საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა გადატვირთულობა, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების და დაშინების ფაქტებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ხშირად აწარმოებდნენ საარჩევნო უბნებზე ვიდეო-გადაღებას, რამაც შესაძლოა დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩევლებზე“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ანგარიშში უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული საარჩევნო პროცესი.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა მიერ საჩივრის შეტანის უფლების შეზღუდვით, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენებისას პრაქტიკული შეუსაბამობის გამო. საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში,არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში,პოსტსაარჩევნო დავების განხილვამ საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში ძირი გამოთხარა გასაჩივრების პროცესის უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება დას სრულყოფილად არ უპასუხა ფართოდ გავრცელებულ წუხილებს არჩევნების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დოლიძემ

მისი თქმით, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო პერიოდში დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლოს მიმართ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხების ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის თვალსაზრისით.

„ანგარიშშია ასევე ხაზგასმულია არჩევნების შემდგომ პერიოდში „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეთა პროტესტი, რასაც მოჰყვა შეკრების იძულებით ჩახშობის მცდელობა, დემონსტრანტების მასობრივი დაკავება, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნონო დოლიძემ წარმოადგინა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა