რასა იუკნევიჩიენე - საჭიროა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და სახელმწიფო ლიდერების  ვიზიტები საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით

საჭიროა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და სახელმწიფო ლიდერების საქართველოში ვიზიტები ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც იუკნევიჩიენე აღნიშავს, "სასწრაფოდაა საჭირო საერთაშორისო ქმედებები 29 დეკემბრამდე, მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად".

"საქართველოს მეგობრების" ქსელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით პირველი შეხვედრა გამართა, რომელიც ჩვენ ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად დავაინიცირეთ.

ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან პარლამენტარებისა და ექსპერტების კოალიცია გაერთიანებულია, რათა დაეხმაროს ქართველებს მათი დემოკრატიული ხმისა და ევროპული გზის დაბრუნებაში.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ლიდერია.

ექსპერტებმა ახსენეს, რომ მძიმე რისკი არსებობს: ოლიგარქის მიერ კონტროლირებად პრეზიდენტს შეუძლია სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს, ის დააკავოს და ხალხის პროტესტი ჩაახშოს.

სასწრაფოდ საერთაშორისო ქმედებებია საჭირო 29 დეკემბრამდე, მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად.

საკვანძო ნაბიჯები:

- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უარყოფა, პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარება 29 დეკემბრის შემდეგ ახალ არჩევნებამდე;

- თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნებისთვის ძალისხმევის გაწევა;

- ბიძინა ივანიშვილისა და მათი სანქცირება, ვინც დემოკრატიას უთხრის ძირს;

- სახელმწიფო ლიდერების საქართველოში ვიზიტები ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით.

ქართველები ფეხზე დგებიან და რეჟიმი სუსტია. ეს კრიტიკული მომენტია. ევროპის სოლიდარობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდით დავეხმაროთ საქართველოს თავის ევროპულ გზაზე დარჩენაში!" - წერს იუკნევიჩიენე.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს