პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - მზად ვართ, რუსული რაკეტები ჩამოვაგდოთ თუ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვევა

პოლონეთი მზად არის ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ ერთი პირობით, თუ მისი საჰაერო სივრცე დაირღვევა, - ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულენოვალ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მოვამზადეთ საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე გვაქვს გაძლიერებული საჰაერო თავდაცვა. საუბარია ჟეშუვის აეროპორტზე, რომელიც გადაყვანილია ნატო-ს მფარველობის ქვეშ. ჩვენი მოკავშირეები ამერიკა, ბრიტანეთი, გერმანია, ნორვეგია და სხვა ქვეყნები გვიცავენ საჰაერო ბაზაზე და თუ ეს საჰაერო სივრცე დაირღვევა, რაკეტას ან დრონს ჩამოაგდებენ“, - განმარტა მან.

მინისტრის თქმით, უკრაინის საჰაერო სივრცეში სამიზნეების ჩამოგდებაზე ჯერ არ არის საუბარი, რადგან ამ საკითხზე ნატო-ს ერთიანი გადაწყვეტილება არ არსებობს. პოლონელები კი თავიანთ ტერიტორიას დაიცავენ.

„ძალიან ხშირად მოგყვავს მზადყოფნაში ჩვენი F-16-ები, რათა შესაბამისად ვიმოქმედოთ, თუ პოლონეთს საფრთხე დაემუქრება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნისკენ მიემართათ, მაგრამ დიახ, გასულ კვირას პოლონური F-16-ები აფრინდნენ და მზად იყვნენ დაეცვათ ტერიტორია საზღვართან ახლოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას