თავისუფლების მოედანიდან წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკა გაიყვანეს

თავისუფლების მოედანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დატოვეს. ტერიტროიიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანებიც.

ადგილზე მხოლოდ სამართალდამცავების მცირე რაოდენობა რჩება.

აღნიშნულ ფაქტს, აქციის მონაწილეების ტაში და შეძახილები მოჰყვა: “საქართველოს გაუმარჯოს”.

შეგახსენებთ პარლამენტის მიმდებარედ აქცია კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა.

მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს