ჯო უილსონი - ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ელისუფლება არ არის ლეგიტიმური - ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეუთოს/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ კვლავ იმეორებს, რომ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია.

„საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა.

ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი X-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია