დონალდ ტრამპი - ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველივე დღეს დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც კი 20 იანვარს მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას დაიწყებს, - ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

„ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველ დღეს, ხელს მოვაწერ აღმასრულებელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რომ დავკეტოთ ჩვენი საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და შევაჩეროთ შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. იმავე დღეს, დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, უფრო მასშტაბურს, ვიდრე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერის იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის განმავლობაში პირობას დებდა, რომ ჩაატარებდა მასობრივ დეპორტაციის კამპანიას აშშ-ში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტების წინააღმდეგ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს