გიორგი ვაშაძე - თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს - ეს  არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს

სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს,- ამის შესახებ "სტრატეგია - აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოველი დღე „ქართული ოცნებისთვის“ უფრო და უფრო მძიმეა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს პროცესები არ გააჭიანუროს და ამ კვირაშივე მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება.

სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს. ყოველი შემდგომი დღე უფრო და უფრო მძიმეა თვითმარქვია რეჟიმისთვის, ამიტომ არის აუცილებელი პროტესტი და წნეხი. ახლა აუცილებელია და ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის, რომ შეტევით რეჟიმზე გადავიდეთ. რაც მალე დანებდება ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას, მით ნაკლები იქნება ქართველი ხალხის რისხვა. რაც უფრო გააჭიანურებს ივანიშვილი ამ პროცესს, მით უფრო მძიმე შედეგებით დაასრულებს ის და მისი გარემოცვა. ვურჩევ ივანიშვილს, რომ ამ კვირაშივე მოხდეს ყველაფერზე შეთანხმება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო