ბაკურიანში 3-დღიანი პროექტი - „შესაძლებლობები უსაზღვროა“ განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში 3-დღიანი პროექტი - „შესაძლებლობები უსაზღვროა“ განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ქარაია ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მხარდაჭერა, დაახლოება და წახალისება. ამასთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ზაალიშვილის ინიციატივით პროექტის მონაწილეებისთვის დიდველზე ექსკურსია მოეწყო.

დავით ფაცაციამ „აზდაკის ბაღის“ - ინტეგრირებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს ბაჩო გაბრუაშვილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„აზდაკის ბაღის“ - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნაზე, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებმა წარმოგვიდგინეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „Hellados“, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს მხარდაჭერის, დაახლოებისა და წახალისების მიზნით დავპირდით გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას და ბაკურიანში განვახორციელეთ 3-დღიანი პროექტი.

„თითოეულ მათგანს დიდ წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ არიან მაგალითები სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის - სიძლიერის, შრომისმოყვარეობის, გამბედაობისა და "შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება