მამუკა მდინარაძე - აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ, მაგრამ აქ როგორც მინიმუმ ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ - ხვდებიან, რომ ეროვნული საკითხები უნდა განვამტკიცოთ

აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ ხორუმს, მაგრამ აქ როგორც მინიმუმ ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ - ისინიც კი ხვდებიან, რომ ეროვნული საკითხები უნდა განვამტკიცოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით „სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ და ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება განმტკიცდა“.

„ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ. ეს კონსერვატორული, ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება დადასტურდა, განმტკიცდა, რომ აქ ჩვენ მართლები ვართ.

გახსოვთ ალბათ ხომ, აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ ხორუმს - აღარ მინდა ამის შეფასებაში და ექსპერტიზაშ წავიდე, ჩვენც ვიცით რაღაც ამასთან დაკავშირებით, ვინც ბავშვობაში რეპეტიციაზე მაინც ვყოფილვართ ან რაღაც წაგვიკითხავს ამის შესახებ. ქალების ხორუმი ცალკე თემაა, მაგრამ ხორუმს ცეკვავენ და აქ როგორც მინიმუმ ეს ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ. ისინიც კი ხვდებიან, რომ უნდა განვამტკიცოთ, ან ასე იპოზიციონირონ მაინც, ეროვნული, ტრადიციული საკითხები, კარგია, რომ ასე იქცევიან, ან უფრო რეალურად, იძულებულები გახდნენ ტრადიციულ ფასეულობებზე, ემოციის აღსაძრავად გაეკეთებინათ აქცენტი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 21 დეკემბერს ქართველმა მოცეკვავეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა-პერფორმანსი მოაწყვეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები