ეკა გიგაური - ვთხოვთ პროკურატურას, შევიდნენ სასამართლოში შუამდგომლობით, რათა აქციებზე დაკავებული ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით - არ არსებობს მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა

ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, შევიდნენ შუამდგომლობით, რომ [აქციებზე დაკავებული] ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით - ფაქტობრივად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ არსებობს მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეები, რომლებმაც აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებენ და ფაქტობრივად, პროკურატურის დავალებას ასრულებენ.

მან საზოგადოებას იმ მოსამართლეების ვინაობა გააცნო, ვინც დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოსამართლეების იდენტიფიცირება და დასახელება, რომლებიც მიკერძოებულად იქცევიან ამ კონკრეტული სასამართლო სხდომების დროს და შემოგთავაზებთ მათ გვარებსა და სახელებს. თამარ მჭედლიშვილი, რომელმაც განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ნიკოლოზ კაციას, ალეკო ელისაშვილის და სხვების საქმეები. ირაკლი ხუსკივაძე - განიხილავდა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 დაკავებულის საქმეს. ლელა მარიდაშვილი - განიხილავდა გიორგი ახობაძის და საბა სხვიტარიძის საქმეებს. ლევან ყოლბაია განიხილავდა ბათუმში დაკავებული პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეს. დავით მგელიაშვილი - განიხილავდა საბა ჯიქიას და ანზორ კვარაცხელიას საქმეებს. ნანა შამათავა - განიხილავდა დავით ლომიძისა და თენგო ზასოხაშვილის საქმეებს. დავით კურტანიძე - განიხილავდა მათე დევაძის საქმეს. მოკლედ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოქმედებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ფაქტობრივად, ასრულებენ პროკურატურის დავალებას.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის რომ, იმის გამო, რომ სასამართლო პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში არის ჩართული და არ ემსახურება საზოგადოებას და კანონის მოთხოვნებს, იმის გამო, რომ პატიმრები ხშირად საუბრობენ არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე. ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მათ აძალებენ და ისინი ზეწოლის ქვეშ არიან იმისთვის, რომ კონკრეტული ჩვენება მისცენ. ასევე, იმის გამო, რომ ჩხრეკა და ამოღების საპროცესო გარანტიები არ არის გარანტირებული მთელი ამ პროცესების განმავლობაში, ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას და მოვითხოვთ, რომ შევიდნენ შუამდგომლობით, რომ ამ კონკრეტული ადამიანების პატიმრობა შეიცვალოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ არსებობს მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა," - განაცხადა გიგაურმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ