სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილი მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ, ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო,  კრიზისი აღარ ითმენს

ბიძინა ივანიშვილი მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ, ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმიტომ, რომ კრიზისი აღარ ითმენს - შევხვდეთ ამ კვირაში, 29 რიცხვამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშივლმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა ბიძინა ივანიშვილი მიიღოს ორბელიანების სასახლეში.

პრეზიდენტმა ისაუბრა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის ვარიაციებზე:

„დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა და ეს არის ხალხის მოთხოვნა, ჩემი მოთხოვნა, პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა.

სადაც ვიმყოფებით ჩვენ, რჩება ორი გამოსავალი - ერთია, მივაღწიოთ ამ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ამომრჩევლების ნდობას. მივაღწიოთ შეთანხმებას მმართველ გუნდთან იმაზე, რომ ჩატარდება ეს არჩევნები დათქმულ ვადაში.

დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების ცალკეულ პირებთან, რომელიც თავისთავად არ არის აკრძალული და შეიძლება, კარგიც იყოს, მაგრამ ამ საკითხზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და მათთან, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში - პარტიები, დამკვირვებლები და ა.შ.

მეორე მხარეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე წარმომადგენელი მისი პარტიის, რამდენსაც ის ისურვებს. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმიტომ, რომ ეს კრიზისი აღარ ითმენს და თუ ამ კვირაში მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ, ამ საზოგადოებას უნდა გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ მშვიდობის გასაღები, მაშინ რატომღა გადავდოთ, შევხვდეთ ამ კვირაში, 29 რიცხვამდე. მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმაში.

თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც - მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის. უკვე იშლება ეს რეჟიმი. ეს არის ალტერნატივა - ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა თუ არა და ეს არის რეჟიმის ჩამოშლა.

ეს რეჟიმი თავისით იშლება და არავის ხელი არ ურევია, ეს არის თქვენი ბრალი, ვინც ხართ ძალაუფლებაში იმიტომ, რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მოეპყროთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის