რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის რევოლუციის ლიდერთან მჭიდრო დიალოგს ვაწარმოებთ

სირიის რევოლუციის ლიდერთან მჭიდრო დიალოგს ვაწარმოებთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ სახელებს ყურადღებით ვაკვირდებით. მადლობა ღმერთს, რომ ვხედავთ მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს, რომლებმაც განათლება თურქეთში მიიღეს და ჩვენს ხალხთან კავშირები აქვთ. ჩვენ სირიის რევოლუციის ლიდერთან, ალ-შარაასთან მჭიდრო დიალოგს ვაწარმოებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თურქეთი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის დაიცავს.

„სირიისა და ჩვენი რეგიონის მომავალში ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ადგილი არ აქვთ“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები