საახალწლო სიახლე „დრესაპ ჯგუფში“ - საქართველოში პირველად Vero Moda-ს ბრენდული მაღაზია გაიხსნა

„დრესაპ ჯგუფი“ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: Vero Moda, პირველად საქართველოში! მაღაზიას სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ შეხვდებით და ქალის უახლეს კოლექციასაც აღმოაჩენთ, რომელიც სკანდინავიური ესთეტიკითა და თანამედროვე სტილის სრულყოფილი კომბინაციითაა გაჯერებული.

Vero Moda: სკანდინავიური განწყობა საქართველოში!

Vero Moda 1987 წელს, დანიაში დაარსდა და უკვე რამდენიმე ათწლეულია მომხმარებელში ერთგულ სიყვარულს ინარჩუნებს, როგორც ევროპისა და მსოფლიოს მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი. ის BESTSELLER-ის ოჯახის წევრია, რომლის არაერთ წარმომადგენელსაც დრესაპ ჯგუფის პორტფოლიოში შეხვდებით, როგორებიცაა: Jack & Jones, Only, Only & Sons, Selected, YAS და სხვა.

Vero Moda იდეალურია თუკი ყოველდღიური მოდა შენი ცხოვრების ნაწილია, იქნება ეს საოფისე თუ საღამოსთვის განკუთვნილი ჩაცმულობა. ბრენდის ფილოსოფია მარტივია: მოდის ტენდენციების ადაპტირება ყველა ქალისთვის, თანაც უმაღლესი ხარისხით.

„Vero Moda-ს საქართველოს ბაზარზე გამოჩენა დრესაპ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გლობალურ მოდასა და ტენდენციებს კიდევ უფრო აახლოებს ქართველ მომხმარებელთან.

ჩვენი მიზანია თითოეული ადამიანისთვის შევქმნათ უნიკალური მოდის გამოცდილება, რომელიც თანაბრად ინტეგრირდება სტილში, ხარისხსა და ფასში“ - განაცხადა „დრესაპ ჯგუფის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამუნა წულუკიძემ.

2024 წელი და დრესაპ ჯგუფის სამომავლო გეგმები

„დრესაპ ჯგუფისთვის 2024 წელი ტრადიციულად აქტიური აღმოჩნდა. ახალი ბრენდების გამოჩენის პარალელურად, სულ ახლახან გაიხსნა Dressup Outlet, რომელმაც უკვე მოიპოვა პოპულარობა მომხმარებლებს შორის, როგორც მასშტაბურმა სივრცემ, მასშტაბური ფასდაკლებებისთვის. წლევანდელ ამბებს უკავშირდება „ტრიუმფის“ გადმობარებაც ჩვენს პორტფოლიოში.

„2025 წელს დრესაპ ჯგუფი მრავალ საინტერესო პროექტს გეგმავს, რომელიც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს არჩევანს ქართულ ბაზარზე“ - განაცხადეს ჯგუფის წარმომადგენლებმა.

მოძებნეთ Vero Moda „ისთ ფოინთში“!

თუ გსურთ შეიგრძნოთ სკანდინავიური მოდის პულსაცია, აუცილებლად ესტუმრეთ „ისთ ფოინთს“. ინფორმაციისთვის, Vero Moda-ს პროდუქცია ქართველი მომხმარებლებისთვის ონლაინ, Dressup.ge-ზე იყო ხელმისაწვდომი, დღეიდან კი უკვე ფიზიკურ მაღაზიაშიც შეძლებთ კოლექციების შეძენას. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია დანიური ბრენდის, ONLY-ის უახლესი კოლექცია.

ახლად გახსნილ ფილიალში პირველი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებთ!

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები