მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო

მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა.

ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მაია სანდუმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში არსებული კრიზისებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად მოლდოვამ მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა შეძლო.

„პირველი მანდატის დროს თავდადებით ვიმუშავე და ამას კიდევ უფრო მეტი სულისკვეთებითა და ენერგიით გავაგრძელებ. ოთხი წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ერთად ის შევძელით, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. არ დაგავიწყდეთ რას ნიშნავს ჩვენი მოლდოვა - მემკვიდრეობას, ოპტიმიზმს, ბრძოლას, განვითარებას, ორგანიზაციას, ნებისყოფასა და ამბიციას“, - განაცხადა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, მაია სანდუმ 3 ნოემბერს გამართულ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს