Reuters - ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ მკვლელობის საქმე შეწყვიტა

ნიუ-მექსიკოს პროკურორმა ამერიკელი პროდიუსერისა და მსახიობის, ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გადასაღებ მოედანზე ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვას უკავშირდებოდა, შეწყვიტა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სპეციალურმა პროკურორმა კარი მორისიმ სასამართლო პროცესზე გააუქმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნეს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება საჩივრის გაუქმების შესახებ არის საბოლოო გამართლება იმისა, რაც ალეკ ბოლდუინმა და მისმა ადვოკატებმა თავიდანვე განაცხადეს - ეს იყო ენით აღუწერელი ტრაგედია, მაგრამ ალეკ ბოლდუინს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“, - განაცხადეს ბოლდუინის ადვოკატებმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა. მსახიობს ბრალი არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული. წელს, ივლისში ნიუ-მექსიკოს სასამართლომ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!