ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო - სამაშველო სამსახურის 32 მეხანძრე-მაშველი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ერთთვიან გადამზადებას გადის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 30 საათიანი პროგრამის განმავლობაში, აეროპორტის მეხანძრე-მაშველებს უტარდებათ სპეციალური პრაქტიკული მომზადება, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ხანძრის ქრობის სხვადასხვა ტექნიკა, დაკვამლიანებიდან დაზარალებულის უსაფრთხოდ გამოყვანა და მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლა.

ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველების გადამზადების პროცესს დღეს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სამაშველო სამსახურის ყველა კომპეტენციისა და დისციპლინის მიმართულებით ინტენსიურ სწავლებას გადიან. მსურს მადლობა გადავუხადო უწყების ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამაშველო სამსახურები იყვნენ მუდმივ მზადყოფნაში ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის მართვისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

„25 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო კურსის ფარგლებში მეხანძრე-მაშველები ხანძრისა და დაკვამლიანების დროს ადამიანების ძებნასა და დახმარებას, უსაფრთხოების წესების დაცვას და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებას შეისწავლიან. ასევე, დაღვრილი საწვავის სპეციალური ქაფით ჩაქრობას და მაღალი ტემპერატურის პირობებში (600-700OC) ხანძრის ლიკვიდაციას, რაც სპეციალურად მოწყობილ სიმხურვალის ოთახში ჩატარდება. სასწავლო პროგრამა მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და თავიანთი უნარები გაიუმჯობესონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში