თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ვაკის პარკთან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილები.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე, ბანერები წარწერით: „სწავლა გვაცადეთ, თორემ ჩვენი სამკურნალოები იქნებით“, “მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს უფლება 12 წელი გვაწვალოს“.

ასევე, მათ სიმბოლურად ადგილზე მიტანილი აქვთ ცარიელი ბანერი, როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, ბანერზე გამოსახულია საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის დიპლომი.

მარშის მონაწილეების მოთხოვნაა: აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

სტუდენტები აპირებენ ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მარშით მივიდნენ, სადაც მოქალაქეები უკვე 27-ე დღეა პროტესტის ნიშნად იკრიბებიან.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია