რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმას ახორციელებს

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმას ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრზე, გერმან გალუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერი ენერგოსისტემას კვლავ მასიურად უტევს. როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა მათ ამის საშუალებას მისცემთ, ენერგეტიკოსები მიყენებულ ზარალს დააზუსტებენ“, - აცხადებს გერმან გალუშენკო.

საჰაერო განგაშის ხმა კვლავ მთელი უკრაინის მასშტაბით ისმის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია