ილჰამ ალიევი ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

ილჰამ ალიევი ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

„ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ ბაქო-გროზნოს მარშრუტით მფრინავ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევი დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

„პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფის შესახებ ცნობები მიიღო. მან სასწრაფოდ უკან დაბრუნების ბრძანება გასცა. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული საკითხები სახელმწიფოს მეთაურის პირადი კონტროლის ქვეშ არის“, - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 28 ადამიანი გადარჩა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო