პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა მარში ლოზუნგით: “სადაზღვევო ინდუსტრია ევროპული მომავლისთვის”

“სადაზღვევო ინდუსტრია ევროპული მომავლისთვის” - ამ ლოზუნგით სადაზღვევო კომპანიები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

მარში ვაკის პარკთან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ .

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა: ხელახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლება.

საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 5 სხვადასხვა მარშის მონაწილეები არიან შეკრებილები.

საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია