იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ დოლარს გადასცემს

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადაურიცხავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თავშესაფრების მშენებლობისთვის და ენერგეტიკული მოწყობილობებისთვის დამატებითი დახმარების გაწევისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შობის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მადლობა გადაუხადა იაპონიის მზადყოფნისთვის იმუშაოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 1 მილიარდი დოლარი, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს