„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საელჩოში სამძიმრის წიგნი იხსნება

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ბაქო-გროზნოს რეისზე მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში, სამძიმრის წიგნი გაიხსნება, - ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

„სამძიმრის წიგნი გაიხსნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში, მისამართზე : ვახტანგ გორგასლის ქ. 4, თბილისი, საქართველო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დატოვება შესაძლებელი იქნება 26 დეკემბერს 13:00-დან 18:00 საათამდე და 27 დეკემბერს 10:00-დან 13:00 საათამდე და 15:00-დან 18:00 საათამდე.

მათ, კი ვინც სამძიმრის გამოხატვას ონლაინ აპირებს, შეუძლია შემდეგი ბმულით ისარგებლოს : tbilisi@mission.mfa.gov.az.

შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია