დონალდ ტრამპი - შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ

შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.

„შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ (სადაც 110 წლის წინ მისი მშენებლობისას 38 000 ადამიანი დავკარგეთ)“, - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შობა კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსაც მიულოცა და მას „კანადის გუბერნატორი“ უწოდა.

„ასევე, კანადის გუბერნატორს, ჯასტინ ტრუდოს, რომლის მოქალაქეებიც მაღალ გადასახადებს იხდიან, მაგრამ თუ კანადა ჩვენი 51-ე შტატი გახდება, მაშინ მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდება“, - აღნიშნა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი შობას გრენლანდიის მოსახლეობასაც ულოცავს.

„ასევე, გრენლანდიის მოსახლეობას, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და ხალხს რომელთაც სურთ, რომ აშშ იქ იყოს და ჩვენ იქ ვიქნებით“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია