შალვა პაპუაშვილი - თუ პირდაპირი გაგებით ვიხილავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან დაცინვის გარდა არაფერი მოჰყვება

თუ პირდაპირი გაგებით ვიხილავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან დაცინვის გარდა არაფერი მოჰყვება, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილი და მისი მრჩეველი მსგავს ნაბიჯს არ გადადგამენ.

„ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული. არ ვიცი, საზოგადოებას გვექნება თუ არა იმისი შესაძლებლობა, რომ პირველად ვნახოთ ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ „ვიღაც თავის სკამს ჩაებღაუჭა“. თუ პირდაპირი გაგებით ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან გარდა დაცინვისა, არაფერი მოჰყვება. მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ან ქალბატონი სალომე და ან მისი მრჩეველი. ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოს წინ რადიკალური ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ისაუბრა სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე ოპოზიციის კონსულტაციებზე და აღნიშნა, რომ ეს არის ექსტრემიზმის შემოტანის ნაწილი, „რასაც ჭარბად ვხედავთ.“

სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს - საქართველოს ქარავანი კი წინ მიდის. ასე რომ, თუ საკუთარი თავის გართობისთვის უნდათ, რომ დრო დააკავონ, ეს მათი ნებაა, მაგრამ ამას რაიმე რელევანტურობა ქართველი საზოგადოებისთვის არ აქვს. ეს არის ნაწილი ექსტრემიზმის შემოტანისა, რასაც ჭარბად ვხედავთ. არის მართული პროცესი გარედან. ვნახეთ საქართველოში პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო